ყიდვის ფორმა

პერსონალური ინფორმაცია

მისამართი

მიიღეთ 20% ფასდაკლება 2 პროდუქტის შეძენისას, 25% 3 პროდუქტის და 30% 4 პროდუქტისას

თქვენი კალათა

შეიყვანე პრომო კოდი

0 პროდუქტი

0

Shipping

(უფასო მიტანა 70 ლარზე ზემოთ)

0

ფასდაკლებული რაოდენობა

0

ჯამი

0

უფასო მიტანა 70 ₾-ს ზევით შენაძენზე

Classic სერია - პროდუქტის ხაზი აერთიანებს სიმპტომების ეფექტურ მკურნალობას და კანის მგრძნობელობას და ამავდროულად ანებივრებს კანს.

 

პროდუქტები შეიცავს ბუნებრივ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც აძლიერებენ კანს და აძლევენ მას ჯანმრთელ, ცოცხალ და ნაზ იერს.

 

SeboCalm-ის ყველა პროდუქტი ჰი...

Innovation სერია - ანტიასაკობრივი ხაზი მგრძნობიარე კანისთვის.

 

პროდუქტების უნიკალური შემადგენლობა შეიცავს ვიტამინებს, სამკურნალო მცენარეებსა და ამინომჟავებს. მათი გამოყენება გვაძლევს როგორც მყისიერ, ისე გრძელვადიან შედეგებს.

 

SeboCalm-ის ყველა პროდუქტი ჰიჰოალერგიულია და გავლილი აქვს დერმატოლოგიური ...

Young სერია - ინოვაციური პრემიუმ კლასის პროდუქტის ხაზი გამონაყარისკენ მიდრეკილი კანის მყისიერი, ეფექტური მკურნალობისთვის.

 

პროდუქტი ემყარება უმაღლეს სამეცნიერო ცოდნას. შეიცავს მანუკას ზეთსა და მკვდარი ზღვის მინერალებს, რომელიც ცნობილია მისი ანტისეპტიკური თვისებების გამო. ვიტამინების, მინერალებისა და სამკუ...

ამ გვერდზე განთავსებულია პროდუქცია, რომელიც შედარებით მცირე ვადის გამო, მოყვა სალიკვიდაციო სიაში.

 

არც ერთი პროდუქტი არ არის ვადა გასული.

 

კონკრეტული პროდუქტების ვადის გასაგებად გთხოვთ, მოგვმართოთ ჩვენს საკომუნიკაციო (FB/Instagram) გვერდებზე.

0
0
GEO | ENG

თარიღი 2021-06-04

როგორ ვიზრუნოთ მგრძნობიარე კანზე

ტერმინი "მგრძნობიარე კანი" არის ქოლგა ტერმინი კანის სხვადასხვა მდგომარეობებისთვის, როგორიცაა ფსორიაზი, სებორეა, ატოპიური დერმატიტი, მგრძნობელობა კონკრეტული ნივთიერებების მიმართ, სიწითლე, კანის აქერცვლა და ბუშტები. მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები უჩივიან მუდმივ გაღიზიანებას და ქავილს და აღნიშნავენ, რომ ესთეტიკური პრობლემის გარდა ეს სიმპტომები უარყოფით გავლენას ახდენს მათი ცხოვრების ხარისხზეც.

არის თუ არა მგრძნობიარე კანი ქრონიკული?

არა, არ არის აუცილებელი. ზოგიერთი ადამიანის კანზე გავლენას ახდენს გარდამავალი სეზონები ან ექსტრემალური ამინდი. ზოგ შემთხვევაში კი სტრესი იწვევს მგრძნობელობას, შესაბამისად კანი მგრძნობიარე მხოლოდ სტრესის დროს ხდება. მაგალითად, კოსმეტიკური მკურნალობის შემდეგ, როგორიცაა ლაზერული ეპილაცია ან ღრმა პილინგი, კანი შეიძლება გახდეს უფრო დაუცველი. ასეთ დროს კანზე უნდა ვიზრუნოთ მგრძნობიარე კანის საჭიროებების შესაბამისად და კანის მოვლის რუტინისთვის შევარჩიოთ სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი საშუალებები.

რა განსხვავებაა მგრძნობიარე კანსა და ალერგიას შორის?

ალერგია - ალერგიული რეაქცია (გაღიზიანება, შეშუპება, სიწითლე) სპეციფიკურ ინგრედიენტზე - მაგალითად, ალერგია მარწყვზე. როგორც კი მარწყვის მიმართ ალერგიული ადამიანი მარწყვს მიირთმევს ან შეეხება, მას აღენიშნება ალერგიული რეაქცია.

მგრძნობიარე კანი - არსებობს უამრავი პოტენციური კანის გამაღიზიანებელი, კონკრეტული ნივთიერებებით დაწყებული, ამინდის ცვლილებით ან თუნდაც ტანსაცმლით დამთავრებული. მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის შექმნილი პროდუქტები.

რითი განსხვავდება სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის შექმნილი პროდუქტები სხვა პროდუქტებისგან?

მგრძნობიარე კანისთვის შესაფერისი პროდუქტების შემუშავების პროცესი მკაცრად რეგულირდება. დიდი ყურადღება ექცევა ინგრედიენტების შერჩევას, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველაზე მგრძნობიარე, დაუცველი კანის საჭიროებებს. კანის მოვლის საშუალებები მგრძნობიარე კანისთვის შეიცავს შერჩეულ, სუფთა, სურნელოვან ზეთებს, რომლებიც არ იწვევს გაღიზიანებას.

ნატურალური ან ორგანული პროდუქტები ყველა შემთხვევაში შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის?

კანის მგრძნობელობაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, ორგანული ან ნატურალურია თუ არა ესა თუ ის პროდუქტი. კანი, რომელიც მგრძნობიარეა კონკრეტული ნივთიერების მიმართ, მგრძნობიარე იქნება მის მიმართ, თუნდაც ის ორგანული იყოს.

რა განსხვავებაა ჰიპოალერგიულ ტესტირებასა და მგრძნობიარე კანისთვის ტესტირებას შორის?

პროდუქტის გამოყენების შემდეგ, ორივე შემთხვევაში მოწმდება კანის გაღიზიანება. მგრძნობელობის ტესტირება უფრო მკაცრად ითვლება, რადგან ის ტარდება კონკრეტულად მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებზე. ჰიპოალერგიული ტესტირება კი ტარდება შემთხვევით შერჩეულ ჯგუფზე.

ტესტირებას ატარებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კვლევითი ინსტიტუტები, დერმატოლოგის ხელმძღვანელობით. ტესტის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროდუქტებს ამტკიცებს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო მგრძნობელობის ტესტირება რეგისტრირდება პროდუქტის ლიცენზირებაში. უკვე ამის შემდეგ, ზოგადი კოსმეტიკური ლიცენზიის გადაკეთება ხდება სპეციალურ კოსმეტიკურ ლიცენზიად. მხოლოდ იმ პროდუქტების შეფუთვებზე, რომლებმაც გაიარეს ტესტირება მგრძნობელობაზე, შესაძლებელია მიეთითოს, რომ პროდუქტი დამზადებულია მგრძნობიარე კანისთვის. მრავალი კომპანია ტესტირებისა და სპეციალური ლიცენზიის გარეშე აცხადებს, რომ მათი პროდუქცია მგრძნობიარე კანისთვისაა შექმნილი. ამიტომ, ეცადე, ყოველთვის ყურადღებით წაიკითხო შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია.

სხვა ბლოგები

ყველაფერი რაც ანტიასაკობრივ მოვლაზე უნდა იცოდე

პირველი ნაბიჯი ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლაა: 1. იკვებეთ ჯანმრთელად. გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულ...

სრულად ნახვა

აკნე - არა მარტო თინეიჯერების პრობლემა

მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ გამონაყარი სქესობრივი მომწიფების შემდეგ ქრება, კვლევებმა აჩვენა,...

სრულად ნახვა

სებოკალმი საქართველოშია

SeboCalm-ის უმაღლესი ხარისხის სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები შექმნილია ბუნებრივი ინგრედიენტები...

სრულად ნახვა