პირველი ნაბიჯი ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლაა:
1. იკვებეთ ჯანმრთელად. გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის მოხმარება. ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, კომბოსტო და ტკბილი კარტოფილი, განსაკუთრებით სასარგებლოა ქსოვილებისა და უჯრედებისთვის, ასევე კანის თავისუფალი რადიკალებისგან დასაცავად. ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და წიწაკა მდიდარია C ვიტამინით, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური ანტიოქსიდანტია. შეავსეთ თქვენი დიეტა ვიტამინებით, სამკურნალო მცენარეებისა და ანტიოქსიდანტების ბაზაზე შექმნილი საკვები დანამატებით, რომლებიც სპეციალურად შექმნილია კანის ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ყველა ეს კომპონენტი აუცილებელია კანის ბუნებრივი ფენის შესანარჩუნებლად და უჯრედების რეგენერაციის დასაჩქარებლად.
2. ყოველდღიურად დალიეთ მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალი, ან თქვენი წონისა და სიმაღლის შესაბამისად . წყალი ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და ტენიანობას, აჯანსაღებს და აახლებს კანს.
3. იარეთ ფეხით და ივარჯიშეთ. ფიზიკური აქტივობისას წესრიგდება სისხლის მიმოქცევა, იწვება ცხიმები, იშლება ცელულიტი, ჯანსაღდება მთლიანი სხეული და კანი ინარჩუნებს ახალგაზრდა იერს. ამასთან, ვარჯიში დადებითად მოქმედებს თქვენს განწყობაზეც, რადგან ვარჯიშის დროს გამოიყოფა სერატონინი, იგივე ბედნიერების ჰორმონი.
4. მზე ჩვენი კანის მტერია. აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალებები მთელი წლის განმავლობაში. შეარჩიეთ ფიზიკური მზისგან დამცავი საშუალებები (მაგალითად, SeboCalm-ის), რომლებიც მათი სარკისებური ეფექტის წყალობით ირეკლავს მზის მავნე სხივებს (UVA, UVB, IR) და ხელს უშლის მათ კანში შეღწევას.
5. დაიცავით კანის მოვლის რუტინა ნაოჭების თავიდან ასაცილებლად. 20 წლის ასაკიდან წაისვით დამატენიანებელი კრემი თვალის, ყელისა და დეკოლტეს არეში, მაგალითად SeboCalm-ის თვალის კრემები. 30 წლიდან გამოიყენეთ სპეციალური კრემები, ნაოჭების საწინააღმდეგოდ და პროფილაქტიკისთვის, მაგალითად, SeboCalm Innovation პროდუქტები.
6. მუდამ ტონუსში ამყოფეთ თქვენი სახის კუნთები. სახის კუნთების ვარჯიში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხეულის დანარჩენი ნაწილის. შეასრულეთ შემდეგი ვარჯიშები დღეში ერთხელ მაინც: თვალების გარშემო კანის ვარჯიში: თითები მოათავსეთ საფეთქლებთან და თვალები მაგრად დახუჭეთ. დაითვალეთ სამამდე და თვალები ფართოდ გაახილეთ. ქვედა კუნთების ტონუსის შესაკრავად, დახურეთ პირი და მოკეცეთ ყბა ყელის გაჭიმვის დროს. წარმოთქვით "ხ" და "უ" ასოები ათჯერ, გამეორებებს შორის სამ-წამიანი ინტერვალით.
სახის ვარჯიშების დასრულების შემდეგ, თქვენი კუნთები გახურდება და კანი გახდება ელასტიური. ეს საუკეთესო დროა შრატის წასმისათვის, რომელიც უზრუნველყოფს ნაოჭების საწინააღმდეგო სახის კრემის სასარგებლო ინგრედიენტების ოპტიმალურ შეწოვას და კანის გაჯანსაღებას.